წრის დასახელება და მოკლე დახასიათება 2018წ
ისტორიის წრის შესახებ მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია მეორე სემესტის დასაწყისში. გავაკეთე განაცხადი და შევადგინე გეგმა. მთელი ინფორმაცია დაწვრილებით განთავსდება წრის ფეისბუქ გვერზე
„შეიცანი შენი ქვეყანა“.
წრის დასახელება:
„ შეიცანი შენი ქვეყანა“
წრის
მუშაობა:
წრე
იმუშავებს მოხდება 2018 წლის მეორე
სემესტრის განმავლობაში. მუშაობა დაიგეგმა Vბ კლასში,
სადაც
აკადემიური მოსწრება სხვადასხვა გვარია. მოსწავლეთა ნაწილს
უჭირს
ახალი
საგნის
და
თემატიკის დაძლევა. ამ წრის შექმნის მიზანია, რომ მოსწავლეებს გაუღვივდეთ ინტერესი საქართველოს თითოეული კუთხის მიმართ და აუმაღლდეთ მოტივაცია. გაეცნენ საქართველოს ცალკეული კუთხის გარემო პირობებსა და ტრადიციებს.
განაცხადი
წრის ხელმძღვანელი: სსიპ ქალაქ
რუსთავის # 3 საჯარო სკოლის ისტორიის
მასწავლებელი მაკა მოსახლიშვილი.
წრის წევრები:
1.
მარუაშვილი გიორგი
2.
მახარაშვილი ლანა
3.
გორგაძე ნიკა
4.
სხვედიანი მარიამ
5.
ლურსმანაშვილი
ნინო
6.
არაბული მზია
7.
ცხვარაძე მარიამ
8.
ფოლადაშვილი ირაკლი
9.
მეხტიევი გულიკო
10. მაღლაკელიძე ქსენია
11. ზაქაიძე ნოდარი
12
შოთაშვილი გიორგი
13.
გაბედავა ანი
14.
არაბული მზია
დასაწყისი
27.02.2018წ
დასასრული
12.06.2018წ
მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა, რუკის ათვისება. მოტივაციის გაჩენა და აკადემიური მოსწრების ამაღლება.
არსებული მდგომარეობა:
წრეში გაერთიანდნენ სავადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეები. იმის გამო რომ მათ პირველად დაიწყეს საგანი“ჩვენი საქართველო“ თავიდან გაუჭირდათ, მერე ნელა-ნელა მოახერხის საგნის დაძლევა და ათვისება და მიზანშეწონილად
მივიჩნიე გამეხსნა ისტორიის წრე, რათა დავხმარებოდი მოსწავლეებს და უფრო მეტი დრო დაგვეთო ამ საგნისათვის. ეს წრე დაგვეხმარება დამატებით დროში უფრო სიღრმისეულად გავიაროთ და ერთად განვიხილოთ თითოეული თემა. მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი შეხვედრების დრო,მუშაობის ხანგრძლივობა და სამუშაო პროგრამა. წრის მუშაობა ჩატარდება კვირაში ერთხელ.ერთი საგაკვეთილო საათის განმავლობაში.
განსახორციელებელი აქტივობები
·
კითხვა -პასუხი წაკითხული მასალის ირგვლივ;
·
რუკაზე მუშაობა;
·
წყაროებზე მუშაობა და მათი გააზრება;
·
დამატებით ინფორმაციაზე მუშაობა;
·
საშინაო დავალების მიცემა;
·
ჯგუფური მუშაობა;
მოსალოდნელი შედეგები
ვფიქრობ, რომ ეს წრე მოსწავლეებში გამოიწვევს დიდ ინტერესს. გაეცნობიან და სიღრმისეულად იმუშავებენ მასალებზე. გაეცნობიან საქართველოს ისტორიას, ქვეყნის ადათ წესებს. შეძლებენ თამამად დააფიქსირონ საკუთარი აზრი. შეცდომების შემთხვევაში დაეხმარებიან ერთმანეთს, გამოუმუშავდებათ საზოგადოების წინაშე წარდგომისა და პრეზენტაციის უნარი, ისწავლიან დროის სწორად გამოყენებას, აუმაღლედებათ მოსმენისა და კითხვის დასმის კულტურა. გაუჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა და ამაღლდება მათი აკადემიური მოსწრება.
შეფასდება სპეციალური შეფასების რუბრიკით
რესურსი: დაფა, ცარცი მარკერი, ფორმატი, სახელმძღვანელო, ინტერნეტი,
რუკა.
წლის სამუშაო პროგრამა
1.
აფხაზეთი-1 საგაკვეთილო საათი-27.02.2018
2.
სამცხე-1 საგაკვეთილო საათი-06.03.2018
3.
ჯავახეთი-1 საგაკვეთილო საათი-13.03.2018
4.
აჭარა-1 საგაკვეთილო საათი-20.03.2018
5.
საქართველოს ისტორიული მიწები-1 საგაკვეთლო საათი-27.03.2018
6.
აღ. საქართველოს ისტორიული ქალაქები-1 საგაკვეთილო საათი-3.04.2018
7.
რას ამზადებენ მარცვლეულისგან საქართველოში-1 საგაკვეთილო საათი-10.04.2018
8.
რთველი-1 საგაკვეთილო საათი-17.04.2018
9.
მეთუნეობა-საგაკვეთილო საათი-24.04.2018
10. ტრადიციული თანამედროვე ოჯახი-1 საგაკვეთილო საათი-01.05.2018
11. შობა და ახალი წელი საქართველოში-1საგაკვეთილო საათი-08.05.2018
12. ბერიკაობა-ყეენობა საქართველოში-1 საგაკვეთილო საათი-15.05.2018
13. აღზრდის ხალხური მეთოდები-1 საგაკვეთილო საათი-22.05.2018
14. სპორტული საქართველო-1 საგაკვეთილო საათი-29.05.2018
15. განათლების კერები საქართველოში-1 საგაკვეთილო საათი-05.06.18
16. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან უნივერსიტეტამდე-1 საგაკვეთილო საათი 12.06.2018
შეფასების რუბრიკა
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
კარგი
|
შენიშვნა
|
Комментарии
Отправить комментарий